საქართველოს პრემიერ მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
12-05-2017, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა და ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.,არდება, რის შედეგადაც ღრმავდება ეკონომიკური კავშირები.

 


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ესტონური ინვესტიციების ზრდას მიესალმება.

 


საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქების უვიზოდ მოგზაურობა ევროპაში, ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

 


შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სექტორულ თანამშრომლობას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ასევე მისასალმებელია ესტონელი ექსპერტების ჩართულობა საქართველოს საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდაში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საგანმანათლებლო სფეროში არსებუბლი თანამშრომლობა და აღნიშნეს, რომ სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ესტონეთს განათლების მისაღებად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად. შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოში მიიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი