ვახტანგ გომელაური: შალვა აბულაძის ძებნის ოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს
06-04-2015, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პოლიციელების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თითქმის დამთავრდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

 
“ჯერ კიდევ გუშინ აღვნიშნე, რომ დანაშაულის ხელწერიდან გამომდინარე შეიძლებოდა, ყოფილიყო კავშირი ბორჯომსა და ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმასა და მკვლელობას შორის. მოგვიანებით ეს ვარაუდი დადასტურდა”, -განაცხადა მინისტრმა.

 
მისივე თქმით, შალვა აბულაძის ძებნის ოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

 
“დადასტურდა, რომ ეს დანაშაული ამ ადამიანმა ჩაიდინა. გამოძიება თითქმის დამთავრდა. პროკურატურაზე ამაზე გააკეთებს განცხადებას”, – განაცხადა გომელაურმა.

 
რაც შეეხება პრემიერის მოწოდებას, შს სამინისტრომ გააქტიუროს მუშაობა, მინისტრი ამბობს, რომ ისინი ახლაც აქტიურად მუშაობენ.

 
“ჩვენ ახლაც აქტიურები ვართ, თუმცა უფრო და უფრო მეტად ჩავრთავთ სხვადასხვა დეპარტამენტებს. არ არის მარტო კრიმინალური პოლიცია, არის სუს-ის დეპარტამენტი, კონტრდაზვერვა”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ყველა ძალას გამოიყენებენ აღნიშნული საქმის გასახსნელად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი