„დღეს მოქმედი კონსტიტუცია, პირველ რიგში, კონსტიტუციურ პრინციპებთან სამართლებრივ წინააღმდეგობაშია, რასაც ვენეციის კომისია 2010 წლის დასკვნაშიც აღნიშნავდა", პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ თელავში, კახეთის რეგიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას გააკეთა.
კობახიძის განცხადებით, გასული წლის დეკემბრის შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ოთხთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტის ახალი რედაქცია, რომელიც მოქმედი კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებებს მოიცავს.
„დღევანდელი კონსტიტუციით სახეზე გვაქვს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩვენ ამოცანად დავისახეთ ამ დაუხვეწავი სისტემის დახვეწილ საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა. ასევე მოქმედი რედაქციაში იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით დასახვეწია და უამრავ ტექნიკურ და გრამატიკულ შეცდომებს მოიცავს. ჩვენ დავისახეთ ამოცანად ამ სამი ცვლილების უზრუნველყოფა და ვფიქრობ, რომ იმ სამუშაო პროცესით, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გასწია, სამივე ამოცანა დაძლეულ იქნა. სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. სწორედ ეს ოთხი ძირითადი მიმართულება ყალიბდება კონსტიტუციის ახალი რედაქციის საფუძველზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.