„სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების შესახებ გააკეთა.
კობახიძის თქმით, უნდობლობის მიზეზი კვლევის შედეგებსა და ქვეყანაში არსებულ რეალობას შორის რადიკალური სხვაობაა.
„ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევასთან დაკავშირებით და აქაც შეგვიძლია იგივე განცხადება გავაკეთოთ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ და ამის მთავარი მიზეზი არის რადიკალური აცდენა მათ შედეგებსა და იმ რეალობას შორის, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, გახსოვთ, რომ საარჩევნო კუთხითაც არის მუდმივად აცდენილი ეს კვლევები იმ რეალობას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.