„აუცილებლად გამოირიცხება ყოველგვარი უსამართლო გადანაწილება მანდატებისა პარლამენტში“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„ჩვენ უკვე გავაჟღერეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გამოირიცხება ყოველგვარი უსამართლო გადანაწილება მანდატებისა პარლამენტში. შესაბამისად, რაც შეეხება ბონუსს, ბონუსი შეიძლება დარჩეს ძალაში, თუმცა, შეგვიძლია, ჩავდოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს ჭარბი უპირატესობის მინიჭებას გამარჯვებული პარტიისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ კუთხით შეიძლება დაემატოს კონკრეტული ჩანაწერები კონსტიტუციის ახალ რედაქციას, სხვა მიმართულებით, შეიძლება, იყო არაერთი კითხვა დასმული სხვადასხვა მუხლთან დაკავშირებით, დაწყებული 94-ე მუხლი, რომელთან დაკავშირებითაც მთელი კამპანია წარიმართება. მოკლედ, გვექნება სიღრმისეული მსჯელობა უკვე საპარლამენტო ფორმატში, მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.