თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ ჩატარდა. ღონისძიებას, რომელიც მთაწმინდის პარკში გაიმართა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
მერიის ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, საქართველოს ყველა რეგიონიდან, ოჯახური, საშუალო და დიდი მარნების 2016 წლის მოსავლი. ღონისძიების სტუმრებს ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნებისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს.
მერიის ინფორმაციით, რიგით მე-8 „ახალი ღვინის ფესტივალი“ თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.