სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, მასზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც თორდიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.
„ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთდ მირტყამდა", აცხადებს თორდია.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება განხორციელებული თავდასხმა სახელმწიფო აუდიტში მის საქმიანობას, თორდიამ აღნიშნული დაადასტურა. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს ეხება, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
თორდიას განცხადებითვე, შემთხვევა გუშინ თბილსში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.