შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც Guardian.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, მასზე თავდასხმა გუშინ, თბილსში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში განხორციელდა.
თორდია ამჟამად კლინიკაში იმყოფება, სადაც მას გამოკვლევები უტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.