„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
„ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ესეც შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, მით უმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გვექნება კონსულტაციები. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ, უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, თუნდაც კომისიის მიზანშეწონილობის თაობაზე“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.