ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა
13-05-2017, 23:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა მოაწყო. როგორც BBC იუწყება, რაკეტა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუსონგის სიახლოვიდან გაუშვეს, ასეულობით მილის გავლის შემდეგ კი იაპონიის ზღვაში დაეშვა.

 


ეს კი იმ ფონზე მოხდა, როდესაც სამხრეთ კორეის ახლადარჩეული პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას ჩრდილოეთთან უკეთესი მუშაობის პირობით ატარებდა. მუნ ძე-ინმა, გამარჯვებიდან მე-2 დღესვე, ფხენიანში ჩასვლის სურვილიც გამოხატა.

 


გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გამოსცადა, თუმცა წარუმატებლად.

 


უშიშროების საბჭოსთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ, მუნმა დაგმო ფხენიანის ქმედება.

 


„პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ დროს, როდესაც სამხრეთ კორეა ღია რჩება ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობისთვის, ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ჩრდილოეთი აჩვენებს თავისი დამოკიდებულების ცვლილებას“, განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

 


ჯერ კიდევ არ არის დადგენილი რაკეტის გადაადგილების ზუსტი მანძილი. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მან 2 000 კილომეტრის სიმაღლეზე იფრინა და ის, შესაძლოა, ახალი ტიპის რაკეტა იყოს, იუწყება „როიტერსი“.

 


შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობამ განაცხადა, რომ რაკეტის ტიპი შეფასებულია, მაგრამ ფრენა არ იყო კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტასთან თავსებადი, რომელსაც შეერთებული შტატების კონტინენტთან წვდომის დიაპაზონი ექნებოდა.

 


მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ორი ტიპის კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტას ავითარებს, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი მათგანის გამოცდა არ მომხდარა, წერს BBC.

 


ამ დრომდე, არც ჩრდილოეთ კორეაში და არც ჩინეთში, ფხენიანის ერთადერთ მოკავშირე ქვეყანაში, კომენტარი არ გაკეთებულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი