ირმა ნადირაშვილი: „ქვეყანა, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიზიკურად უსწორდება აუდიტის სამსახურის უფროსს, ის უკვე აღარ არის სახელმწიფო“
14-05-2017, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ „ქვეყანა, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიზიკურად უსწორდება აუდიტის სამსახურის უფროსს და თან ამას აკეთებს სახალხოდ, ბევრი ადამიანის თანდასწრებით, ეს ქვეყანა უკვე აღარ არის სახელმწიფო“.

 


„მომხდარი ყველაზე ნათლად გამოხატავს ივანიშვილის მმართველობის მახინჯ რეჟიმს, სადაც წახალისებულია ძალადობა და სადაც ივანიშვილის ოჯახთან ახლობლობა ითვლება დაუსჯელობის ყველაზე უფრო მყარ გარანტიად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რადგან ადამიანების ინტერესების დაცვის ნაცვლად, აღმოვაჩინეთ, რომ ფარცხალაძე კრიმინალური მეთოდებით იცავს საკუთარ ინტერესებს და როგორც აუდიტის სამსახურის უფროსის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ის გამოკვლევას ატარებდა ერთ-ერთ ფაქტზე, სადაც ფარცხალაძის ინტერესები ფიგურირებს. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ შესაძლებელია ყოფილი გენერალური პროკურორი სათანადოდ დაისაჯოს და ცხადია, ჩვენს ამ დამოკიდებულებას აქვს საფუძველი“, განაცხადა ნადირაშვილმა და დაამატა, რომ გივი თარგამაძემ მოიპოვა ვიდეო კადრები, „სადაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება ფინანსური პოლიციის სახელმწიფო მანქანები და დაცვა. სწორედ ამ დაცვის თანხლებით გადაადგილდება ფარცხალაძე. მოვითხოვთ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს გაუგონარი ფაქტი სწორედ პარლამენტმა გამოიძიოს“, აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი