„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე ვიდეო კადრებს ავრცელებს, სადაც მისი თქმით, „დოკუმენტალურად არის დაფიქსირებული, რომ სამოქალაქო პირს, ოთარ ფარცხალაძეს ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურის ინფრასტრუქტურა“.
„მანქანები, რომლებითაც მოძრაობს ფარცხალაძე, არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში. ღამით ისინი დგანან ფინანსური პოლიციის სადგომზე, დილით კი გადიან ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მისამართზე, ჯანაშიას ქუჩის 28 ნომერთან, სადაც მანქანაში ჯდება ყოფილი მთავარი პროკურორი და დღის განმავლობაში მოძრაობს ამ ავტომობილით. ასევე, ავტომობილი, რომელიც ემსახურება ფარცხალაძის მეუღლეს, არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში. შესაბამისად, მძღოლები და დაცვის წარმომადგენლებიც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები არიან. გაუგებარია, რატომ ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურა ჩვეულებრივ მოქალაქეს. ასევე, ამ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ გუშინ, რესტორან ელ ცენტროში სახელმწიფო სტრუქტურის (აუდიტის სამსახურის) ხელმძღვანელს სცემეს მეორე სახელმწიფო სტრუქტურის (ფინანსური პოლიციის) თანამშრომლებმა, რომლებიც ფარცხალაძის დაცვის ფუნქციას ახორციელებდნენ, კერძო პირის ინტერესის დასაკმაყოფილებლად“, აცხადებს გივი თარგამაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.