საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ „თამარ მეფე გარდაიცვალა სულ ახალგაზრდა, მაგრამ თამარის ცხოვრების პერიოდი არის ჩვენი ისტორიის ოქროს ხანა“.
პატრიარქის თქმით, „დღეს შევთხოვთ თამარ მეფეს, რომ აღავლინოს ლოცვა საქართველოს მშვიდობისთვის, დაწყნარებისთვის, თავისუფლებისა და მთლიანობისთვის“.
„დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ, ვახსენებთ წმინდა მეფე თამარს. მართლაც რჩეული იყო, ამაღლებული ერისაგან ჩვენისა. თამარ მეფე გამოირჩევა თავისი დიდი სულიერებით, დიდი თავდადებით. თამარ მეფემ ნახა სიზმარში, რომ ორი ტახტი იდგა - ერთი ბრწყინვალე და მეორე მომცრო. თამარს უნდოდა დამჯდარიყო დიდ ტახტზე და უთხრეს - ეგ შენი ტახტი არ არისო. ვისია ეს ტახტიო? - და შენი მორჩილისო. რა გააკეთა ამისთანაო? -12 მღვდელს შეუკერა შესამოსელი და 12 ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა ამ შესამოსელითო. თამარმა მოატანინა მატყლი, თვითონ დართო, თვითონ მოქსოვა, თვითონ შეკერა და ასე აღასრულა ეს დავალება, ეს ხილვა“, ბრძანა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.