ელისეს სასახლეში საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია გაიმართა. ნაპოლეონის შემდეგ, იგი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა.
ინაუგურაციის ცერემონიამდე მაკრონის და ფრანსუა ოლანდი ერთმანეთს შეხვდნენ. ოლანდმა ახალ პრეზიდენტს ბირთვული კოდები გადასცა.
როგორც BBC წერს, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ახალი რენესანსის შესახებ საუბრით შეუდგა.
„მსოფლიოს სჭირდება ის, რასაც საფრანგეთი ყოველთვის სწავლობდა. ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთი თავის თავში დაეჭვებული იყო“, მაგრამ, თქვა მან, მსოფლიოს და ევროპას საფრანგეთი, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ.
მაკრონმა პატივისცემა გამოხატა მის წინამორბედების მიმართ - დე გოლიდან დაწყებული, სარკოზით და ოლანდით დამთავრებული.
„საფრანგეთი ყოველთვის შეეცდება იდგეს თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს“, განაცხადა მან და დაამატა, რომ იგი აღადგენს საფრანგეთის მსოფლიო სტატუსს.
„საფრანგეთი მხოლო მაშინაა ძლიერი, როცა ის აყვავებულია. საფრანგეთი მხოლოდ მაშინაა მისაბაძი მსოფლიოსთვის, როდესაც ის სამაგალითოა“, თქვა მაკრონმა და დაამატა:
„მთელი მსოფლიო მიაქცევს ყურადღებას იმას, თუ რას იტყვის საფრანგეთი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.