საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში 9 მაისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულ მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და, ბუნებრივია, ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია და, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.