საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მისი მეუღლის ავტომანქანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „არც ერთი ავტომობილი, რომელიც განცხადებაში და ეგრედწოდებულ „ვიდეომტკიცებულებაში“ არის ნახსენები, არ იმყოფება საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე და არც არასდროს ყოფილა“.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ, გადაუმოწმებული ფაქტების შემცველ განცხადებებს, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებას. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის თანახმად, ავტომობილები, რომლებიც ოთარ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება, არის საგამოძიებო სამსახურის საკუთრებაში და თითქოს მასში გადახდილია საბიუჯეტო თანხები. რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არის მცდელობა საზოგადოებას მიეწოდოს არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ავტომობილი, რომელიც განცხადებაში და ეგრედწოდებულ „ვიდეომტკიცებულებაში“ არის ნახსენები, არ იმყოფება საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე და არც არასდროს ყოფილა.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მზად ვართ ყველა დაინტერესებული პირს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია მოდელის, მარკის და საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით.
გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს იცავს და ემსახურება საგამოძიებო სამსახურის „დაცვის თანამშრომლები“. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მსგავსი ქვედანაყოფი არ გააჩნია. საგამოძიებო სამსახურში არ არსებობს დაცვისა და პიროვნების პირადი კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი არასწორი ფაქტების გავრცელებისგან. გარდა ამისა, ჩვენი სამსახური მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი“, აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.