საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
15-05-2017, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთს პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და სახელმწიფო დელეგაცასთან ერთად ეწვია.  

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში 15 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის, ანდრეი კისკას პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები შედგება.

 


შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ და სლოვაკი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

 


ოფიციალური ვიზიტისას დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები ასევე, პრემიერ რობერტ ფიცოსთან და ეროვნული საბჭოს სპიკერ ანდრეი დანკოსთან.

 


ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილი კომენიუსის უნივერსიტეტში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს და უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.

 


საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრატისლავაში ბავშვთა ფსიქოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის კვლევით ინსტიტუტს ეწვევა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს. ასევე ეწვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საწარმოს და საწარმოში დასაქმებულებს შეხვდება.

 


16 მაისს საქართველოს პრეზიდენტს პირველ ლედისთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ლევოჩაში, მშობლიურ ქალაქში უმასპინძლებს. პრეზიდენტები ტატრას მთაზე სამთო - სათხილამურო კურორტს დაათვალიერებენ და ანდრეი კისკა საქართველოს დელეგაციას ტურიტზმის განვითარების მიმართულებით სლოვაკეთის გამოცდილებას გაუზიარებს.
გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტი სლოვაკეთში 17 მაისს დასრულდება.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპასუხო ვიზიტი სლოვაკეთში. სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და შესაბამისად, მისი მხარდამჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია.

 


აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთის პრეზიდენტთან და უმაღლესი თანამდებობის პირებთან განიხილავს რეგიონულ თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს რეგიონული როლის უკეთესად გამოყენებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ცხადია, საუბარი შეეხება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი დინამიკა, რადგან გარკვეული ტიპის ბიზნესურთიერთობებს ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა პირველად შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრატისლავაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი