„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს.
გამოკითხულთა 14% საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 44% კარგად, 23% საშუალოდ, 6% ცუდად, 1% ძალიან ცუდად.
გამოკითხულთა 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის რეიტინგი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, თუ 2015 წლის აპრილის კვლევაში ეკლესიის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად ჯამში 75% აფასებდა, წელს ამ მაჩვენებელმა 58% შეადგინა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.