თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც დღეს საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაა დაგეგმილი, ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
დარბაზში მყოფი ჯგუფი სკანდირებს, რომ კონსტიტუცია ხალხს ეკუთვნის და ასევე, ახსენებენ ტყიბულში დაღუპულ მაღაროელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ საქართველოში კომუნიზმი დაიწყო. მისივე თქმით, არსებობდა ინფორმაცია, პროვოკაციის მოწყობის შესახებ.
შეხვედრას სტრუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.