თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა.
შეხვედრის ჩაშლის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ის ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.
აღნიშნულს დაპირისპირება და ხმაური უძღოდა.
დარბაზში მყოფმა ჯგუფმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა, რაზეც კობაძემ განაცხადა, რომ „სამწუხაროა, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი ადამიანი არ აძლევს საშუალებას დარბაზში მყოფ 2 500 კაცს, რომ კონსტიტუცია განიხილოს".
დარბაზში მყოფი ჯგუფი კი, სკანდირებდა რომ კონსტიტუცია ხალხს ეკუთვნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.