კახა კალაძე: გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები და მიცვალებულებს შეურაცხყოფა მივაყენეთ
15-05-2017, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

 

 

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „დესტრუქციული ძალები ცდილობენ თავიანთი დეზინფორმაციით მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში".

 

 

„საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით მიიღო ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ გეგმის ნაწილია ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზები. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული დესტრუქციული ძალები ეწინააღმდეგებიან არამხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ზოგადად, არამედ ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ განვითარებას. ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ ამ ადამიანების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი დეზინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში. ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ეს ხაზები საშიშია ჯანმრთელობისთვის, იწვევს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ა.შ. ეს არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები და მიცვალებულებს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა”, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი