სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 22 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.
აღნიშნულ ინფორმაცის „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„დღის მეორე ნახევრიდან სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფისქირდა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით 220 კმ2, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 60 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 5 მმ იყო.
15:31 დან 15:42 საათამდე ღრუბლის მასები 22 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის სრული მასა ახმეტის მუნიციპალიტეტში წვიმის სახით ჩამოიცალა", აღნიშნულია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.