15 -19 მაისამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის კვირეული გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.
„კვირეული საგანმანათლებლო ხასიათის არის და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მოწვეული ისტორიკოსების მიერ ლექციების ჩატარებას გულისხმობს. ლექციას თემაზე „საქართველოს დამოუკიდებლობა და შეიარაღებული ძალების როლი, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში“ - ეროვნული თავდაცვის აკადემიის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები 26 მაისამდე, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამდე მოისმენენ", აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.