ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო რეაქტიული სისტემებიდან საბრძოლო სროლები გაიმართა
15-05-2017, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო რეაქტიული სისტემებიდან საბრძოლო სროლები გაიმართა. საველე სროლებს სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის გეგმიურ სწავლებაში დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

 


უწყების განმარტებით, სწავლების მიზანი პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწა, მართვა და კავშირის ორგანიზება, ასევე საარტილერიო-სადაზვერვო ჯგუფებთან ურთიერთშეთანხმება იყო.

 


ბატარეის და ბატალიონის შემადგენლობაში ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმურ წვრთნებში 18 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი იყო ჩართული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი