გია უდესიანი ადასტურებს რომ ის თავდაცვის სამინისტროს იმ საიდუმლო დანაყოფებს ხელმძღვანელობდა, რომელიც საიდუმლო ბრძანებით ეროვნული გვარდიის ბაზაზე იყო შექმნილი.
” ამ დანაყოფში შედიოდა 400 – 450 კაცი. ყველა იყო ავღანეთ, ერაყ და კოსოვო გავლილი ვეტერანები. ეს კეთდებოდა ძალიან ჩუმად, გამომდინარე იქედან, რომ აგრესორი 20 -30 კილომეტრში დგას დედაქალაქიდან. ამ დანაყოფს ჰქონდა თავისი დანიშნულება. ამ დანაყოფს ჰქონდა სერიოზული შეიარაღება, ეს დანაყოფი გადიოდა მომზადებას ერთ-ერთ ბაზაზე, მას ამზადებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორები და უშიშროების ინსტრუქტორები. მეთაური ვიყავი მე. ამ დანაყოფის 80% იყო სამაჩაბლოდან, ყველა სახლ-კარდამწვარი, მოტივირებული ღირსეული ქართველი მებრძოლი ვაჟკაცი. მისი ფუნქცია იყო მტრის შემოსვლის დროს ჩვენს საჯარისო ფორმირებებთან ერთად ემოქმედა პარტიზანული ბრძოლებით, ქუჩის ბრძოლებით და დივერსიული საქმიანობა. თქვენ რა გინდოდათ, რომ გამოვსულიყავი და ეს საიდუმლო ინფორმაცია, არა ბატონო ესენი არ არიან ზონდერებიო, მელაპარაკა?” – განაცხადა გია უდესიანმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2″ -ის გადაცემა “პოსტკრიპტუმთან” ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.