საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს, რობერტ ფიცოს სამუშაო სადილზე შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო - სლოვაკეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა რეგიონული ურთიერთობების განვითარების ჭრილში შეხვედრისას შავი ზღვის რეგიონსა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში ურთიერთობებს და მიმდინარე წელს დაგეგმილ სამიტს, რომელიც ურთიერთობების შემდგომ პროგრესულ განვითარებაზე იმუშავებს.
მხარეებმა ის შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ორივე ქვეყანას აქვს ტურიზმის განვითარების სფეროში.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ორმხრივ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს შესძენს პირდაპირი ავიარეისების არსებობა.
შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე ადა მარშანია მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.