ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს ანდრეი დანკოს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერის საჭიროებას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.
შეხვედრაზე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში-ევროპის საბჭოს, ნატო-სა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი ხშირად დაისვას და შენარჩუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რადგან რუსეთმა საქართველოს მცოცავი საოკუპაციო რეჟიმი უკვე აშკარა ანექსიაში გადაზარდა.
ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორების აქტიური მონაწილეობის გადამწყვეტ როლს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.