გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ „თავისუფლების კარიბჭის" მემორიალი გვირგვინით შეამკეს
15-05-2017, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა დევინში „თავისუფლების კარიბჭის" მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და 1945-1989 წლებში კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

 


მემორიალი, რომელიც ცივი ომის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას 400-მდე ჩეხოსლოვაკიის მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად 2005 წელს გაიხსნა, პრეზიდენტებმა გვირგვინებით შეამკეს.

 


"ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილზე, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილ ადამიანებს, ვინც თავისუფლებას შესწირა თავისი სიცოცხლე, როდესაც ცდილობდა სოციალისტური ბანაკიდან გაქცევას.

 


ეს მონუმენტი ფაქტიურად ტოტალიტარიზმის დანგრევის ტოლფასია, ფაქტობრივად ასეთივე მონუმენტია ბერლინის კედელი.

 


მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენც დავანგრევთ კედლებს, ისევე როგორც ევროპამ დაანგრია და სწორედ იმ ადგილას, სადაც ბატონმა პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა მავთულხლართების იქით დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სწორედ იმ ადგილას ჩვენც ავაგებთ მონუმენტს დანგრეული ტოტალიტარიზმისთვის'', განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი