შალვა ნათელაშვილი: ვპირდები ივანიშვილს, რომ არცერთი დამნაშავე, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენს დევნაში, დაუსჯელი არ დარჩება
06-04-2015, 08:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ლეიბორისტული პარტიის აჭარის ხელმძღვანელმა დავით რობაქიძემ ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და დასძინა, რომ "ეს არის ივანიშვილის საოცარი დემოკრატია".


,,განხორციელებული დევნა-რეპრესიების შედეგად საქართველოს ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორმა აჭარის რეგიონში, ეროვნული-პოლიტიკური კომიტეტის წევრმა დავით რობაქიძემ ქვეყანა დატოვა და პოლიტიკური თავშესაფრი სთხოვა ევროპის ერთ-ერთ მეგობარ სახელმწიფოს.
აი, ეს არის ივანიშვილის საოცარი დემოკრატია. ეს პიროვნება, უკვე ოცი წელია სათავეში უდგას და აფინანსებს დევნას ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ, რადგან იცის, რომ მილიონერთა მესაფლავე, პოლიტიკური ძალებიდან, მხოლოდ ლეიბორისტული პარტიაა. იძულებულები ვართ, მივმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით, რომელიც დაადგენს ჩვენს მიმართ განხორციელბული უწყვეტი დევნა-რეპრესიების მიზეზებს, დამანაშავე პირებს და ყველას საკადრის სასჯელს მიუზღავს.


მე ვპირდები ივანიშვილს და მის კორუმპირებულ რეჟიმს, რომ არცერთი დამნაშავე, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენს დევნაში, ჩვენთვის არჩევნების გაყალბებაში, რეპრესიებში, დაუსჯელი არ დარჩება,” - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.



 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი