სომხეთმა და სეპარატისტებმა, რომლებიც აკონტროლებენ მთიან ყარაბაღს, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა, რომლის სამიზნეც ყარაბაღის თავდაცვის სარაკეტო სისტემა იყო, „უპასუხოდ არ დარჩება“.
როგორც რადიო „თავისუფლების“ ევროპული სამსახური იუწყება, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის და თვითგამოცხადებული სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტროს გამაფრთხილებელი და ერთმანეთის იდენტური განცხადებები 15 მაისს თავიანთ Facebook ანგარიშებზე გამოქვეყნდა.
მათი თქმით, დარტყმისას სარაკეტო სისტემა დაზიანდა. მათ აღნიშნულს „პროვოკაცია“ უწოდეს და უარყვეს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.
უფრო ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა გაანადგურეს ოსას თავდაცვის სისტემა და მისი პირადი შემადგენლობა და დაამატა, რომ კონტროლის ზონის სიახლოვეს მისი განლაგება „პროვოკაციას“ და აზერბაიჯანის ავიაციისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად აზერბაიჯანის ნაწილია, მაგრამ სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა 1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებულ ომში, რომელმაც 30, 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონზე კონტოროლი აიღეს. ბოლო 25 წლის განმავლობაში, დიპლომატიურმა მცდელობებმა, გადაწყვეტილიყო კონფლიქტი, მცირე პროგრესი მოიტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.