„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ლაშა თორდიას ცემასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პარტიის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ყველასთვის ცნობილია ევროპული საქართველოს ინიციატივის შესახებ შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია. ჩვენ უკვე შევიტანეთ ინიციატივა ამის თაობაზე პარლამენტში და დღეს ბიუროზე უმცირესობაში შემავალი ფრაქციები დავაყენებთ საკითხს, რომ უახლოეს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩაჯდეს ამ კომისიის შექმნის საკითხი. საქმე ეხება გახმაურებულ ფაქტს, როდესაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თანმხლებ პირებთან ერთად სცემა გენერალური აუდიტი. როგორც წესი, ესეთ საქმეს უნდა იძიებდეს პროკურატურა, მაგრამ „ევროპულ საქართველოს" და ალბათ, საზოგადოებასაც არ გააჩნია ნდობა ამ პროკურატურის მიმართ. ისეთ ვითარებაში, როდესაც ბატონი ფარცხალაძე არის პროკურატურის არაფრომალური მმართველი, როდესაც შსს სახლში სტუმრობს მეგობრული ვიზიტებით ყოფილ გენერალურ პროკურორს, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია მისი ქმედებების გამართლებაში, „ევროპული საქართველო" თვლის, რომ ობიექტური გამოძიება პროკურატურის მხრიდან არ მოხდება და ამიტომ ეს საქმე სწორედ უნდა გამოიძიოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ", განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.