ახალციხეში, შოთა რუსთაველის დღეები მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპლაიტეტის მერიის ინფორმაციით, ციტადელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ რეგიონის კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, ქალაქის მერთან, ვლადიმერ ზედგინიძესთან და ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო პროექტში - „გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“.

„გამოიფინა სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნები“, მოეწყო ცნობილი მხატვრის ქეთი მატაბელის, ახალგაზრდა და ადგილობრივი მხატვრების გამოფენები,ზეპირად კითხვის ოსტატების შეხვედრები მსმენელებთან. საღამოს, ქართველ მწერლებთან და ანსამბლ „მესხეთთან“ ერთად ნეკა სებისკვერაძის კონცერტი გაიმართა“, აღნიშნულია ახალციხის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.