მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად ჩატარდება
16-05-2017, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად ჩატარდება, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

 


მისი თქმით, კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

„თბილისში აუცილებლად ჩატარდება განხილვა. გაგრძელდება ზოგადად საყოველთაო-სახალხო განხილვები. კანონიც ამას ითვალისწინებს, რომ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში განხილვები უნდა გრძელდებოდეს.

 

 

რაც შეეხება უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით ყველა დეტალის მიმართ და შევეცდებით, რომ ერთი მხრივ, დემოკრატიული გარემო და უსაფრთხოება, და ასევე, პროვოკაციების თავიდან არიდებაც იყოს უზრუნველყოფილი. გუშინ წინასწარ ვიცოდით რომ გარკვეული ჯგუფის მიერ მზადდებოდა პროვოკაციული მოქმედებები, თუმცა კონკრეტული სახელის და გვარის დასახელებას მოვერიდეთ. მათი გამოხატვის ფორმა იყო ბოლშევიკური და არ ემსახურებოდა რეალურად პოზიტიურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის გამოხატვის ის ფორმა, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და ყველას ვურჩევ მონაწილეობა მიიღონ რეალურ განხილვებში და ყველანი ერთად ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული“, განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი