ირაკლი კობახიძე: ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა და სამწუხაროდ, ეს პროვოკაცია შედგა
16-05-2017, 06:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს ყველაფერი ვერ უზრუნველყოფს იმ ნეგატიური გეგმის განხორციელებას, რომელიც ჰქონდათ პროვოკაციის ავტორებს. გაგრძელდება საყოველთაო-სახალხო განხილვა და ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 15 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განვითარებულ მოვლენებს.

 

 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პროვოკაციის თავიდან არიდება მხოლოდ ხისტი ძალის გამოყენების საშუალებით იყო შესაძლებელი, თუმცა, წინასწარ გადაწყდა, რომ ხისტი ძალა არ ყოფილიყო გამოყენებული. 

 

 

„ძირითადად, ორი ჯგუფი გამოიკვეთა, რომელმაც სამწუხაროდ მოახერხა გუშინდელი თბილისში შეხვედრის ჩაშლა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იდგა ამ ჯგუფების უკან, ამაზე დეტალებზე საუბარს მოვერიდები. გვაქვს ამასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იყო ორი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ასეთი პროვოკაცია და ზუსტად ამ სახით. ჩვენ გვქონდა წინასწარ ინფორმაცია ამის შესახებ. ჩვენ წინასწარ გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა. ერთადერთი ხისტი ძალის გამოყენების პირობებში იყო შესაძლებელი ასეთი პროვოკაციის თავიდან არიდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა და სამწუხაროდ, ეს პროვოკაცია შედგა. თუმცა, ეს ყველაფერი ბუნებრივია ვერ უზრუნველყოფს იმ ნეგატიური გეგმის განხორციელებას, რომელიც ჰქონდათ პროვოკაციის ავტორებს. გაგრძელდება საყოველთაო-სახალხო განხილვა და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს იქნება უზრუნველყოფილი სათანადოდ ჩვენი მხრიდან. ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი