საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუშინ, ფილარმონიის დიდ დარბაზში, მან ტერმინი „კომუნისტები“ და არა - „სოციალისტები“ შეგნებულად გამოიყენა.
„მე შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და არა სოციალისტები. სოციალისტთან და სოციალ-დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო იმ მიდგომებს, რომელსაც გამოხატავენ ეს ადამიანები, ამიტომ, სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ კომუნიზმი საქართველოში არ შეიძლება გახდეს ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც რაიმე პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს. კომუნიზმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს მემარცხენე რადიკალებზე. ამის ადგილი საქართველოში ნამდვილად არ არის. ჩვენ გამოვიარეთ ეს პერიოდი. საქართველოში ამის ადგილი არასდროს არ იქნება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მის მოწოდებას გუშინ არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.
„რაც შეეხება გაუნათლებლებს, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა გუშინდელ შეხვედრაზევე ამას. მე მოვუწოდე ახალგაზრდებს, რომ მათ იარონ ცოდნის გზით. ისინი ახლა არიან იმ ასაკში, როდესაც უნდა შეიძინონ ცოდნა და მას შემდეგ, რაც შეიძენენ ცოდნას, ბუნებრივია, გაიფართოებენ თვალსაწიერს და ეს მისცემს მათ საშუალებას, რაღაცეებს სხვანაირად შეხედონ. მაგალითად, არ შეხედონ კომუნისტის თვალით გარკვეულ მოვლენებს. ეს იყო ჩემი მოწოდება. რაც შეეხება უცოდინარს და გაუნათლებელს - ეს ტერმინი გამოიყენა ბატონა სანდრო ბრეგაძემ. ეს მისი ლექსიკაა და არა ჩემი. შესაბამისად, მე ასეთი ლექსიკით არ ვსაუბრობ“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.