„ეს არის უაღრესად აქტუალური საკითხი, განსაკუთრებით პარლამენტისთვის. ჩვენ მივაქცევთ ამ საქმეს ყურადღებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გარდა ცალკეული დანაშაულის გამოძიებისა, კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი. ამას ბუნებრივია, ალტერნატივა ვერ ექნება“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის უფროსზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
„გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი თანამდებობა, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან, განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება ეს საკითხი საქართველოს პარლამენტისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ სათანადოდ გამოიძიონ ეს საქმე და ყველა დამნაშავე აუცილებლად სათანადოდ უნდა დაისაჯოს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის სავარაუდო ცემის ფაქტი არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი და იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას.
რაკლი კობახიძის თქმით, ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე არ განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობისა და ტემპების შესაბამისად იქნება მიღებული.
„რაც შეეხება კომისიას. ჩვენ ჯერ უნდა შევხედოთ გამოძიების მიმდინარეობას. თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებშიც არის საჭირო საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ჯერ ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას. მთავარია სწრაფად წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ თუ დავინახავთ, რომ სათანადო ტემპით არ წარიმართება გამოძიება, ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია გვექნება ის რეაგირება, რაც შედის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.