საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს, დავით დონდუასა და ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ჰერმანი საგარეო უწყებაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. წინასწარი ინფორმაციით, ჰერმანი და დონდუა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.