საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. პროექტის ღირებულება 47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.
„ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს „ფერი“. კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები, გეოლოგები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.
შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა" ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.