საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის, დავით დონდუასა და ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ჰერმანმა აღნიშნა, მას არ აქვს უფლებამოსილება ჰერბერტ ზალბერის ნაცვლად ისაუბროს.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.
„მე ვესაუბრე ბატონ მინისტრის მოადგილეს ახლახან ჩატარებული შეხვედრის შესახებ და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბატონ მინისტრის მოადგილესთან ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ამ სფეროში“, განმარტა იანოშ ჰერმანმა.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.
იანოშ ჰერმანი საქართველოს საგარეო უწყებაში სწორედ აღნიშნული განცხადების გამო დაიბარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.