ირაკლი კობახიძე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
17-05-2017, 06:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-20 მაისს, ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

 

 

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუჩინსკისთან, პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისთან, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბისთან, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ივან ბრაჟოვიჩთან, რუმინეთის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ლივიუ დრაგნეასთან, სენატის თავმჯდომარე კალინ პოპესკუ-ტარისეანუსთან, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერთან და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ჯორჯე მილევიჩთან გამართავს.

 

 

ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

 

 

სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „კაზიმირ პულასკის ფონდის“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის - „საქართველო ვარშავის ნატოს სამიტის შემდეგ“ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე საერთაშორისო პოლიტიკაში ეროვნული პარლამენტების როლსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე, ჩრდილო-სამხრეთის ღერძის ინფრასტრუქტურაზე, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ღირებულებებზე იმსჯელებენ", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი