შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნების გაჩენის საფუძველი არ არსებობს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ევროკავშირმა ასევე ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ე.წ. არჩევნებთან და მის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. განცხადებები, რომელიც გავრცელდა მედიით, რა თქმა უნდა, ამ პოზიციასთან შესაბამისობაში არ მოდის, თუმცა, გარწმუნებთ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს უშუალოდ ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს. ამის თაობაზე დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასევე გააკეთა ძალიან ცალსახა განცხადება”, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.