აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი ქლინთონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოხატავს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ის არჩევნებში კენჭისყრის შესახებ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად განაცხადებს.
ჰილარი ქლინთონმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 2007 წელსაც გააკეთა განცხადება, თუმცა,გამომდინარე იქედან, რომ პრაიმერში იმდროინდელ ძლიერ კანდიდატთან, ბარაქ ობამასთან დამარცხდა, აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად ვერ გახდა. ექსპერტების ერთი ნაწილის განცხადებით, ქლინთონი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება ”დემოკრატიული პარტიიდან”.
”რესპუბლიკელების” მხრიდან კი არჩევნებში კენჭისყრის სურვილი გამოთქვა სენატორმა თედ კრუზმა. ის პრაიმერში სავარაუდოდ, ჯორჯ ბუშ უფროსის ვაჟს, ჯებ ბუშს და ნიუ-ჯერსის გუბერნატორს, ქრის ქრისთის დაუპირისპირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.