ილია მეორე: მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც - თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, – პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი
17-05-2017, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც - თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, – პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი, ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინასიტყვაობაში, რომელიც პერიოდულ ჟურნალში „ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა.

 

 

„ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება. ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ერთობა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან უშურველად გასცემ შენს სიკეთეთ.

 


ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას; რა თქმა უნდა, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს „მე“ და „შენ“ ურთიერთობად, „ჩვენ“ ურთიერთობად და ქორწინების დღის „მეფობა“ და „დედოფლობა“ გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს.

 


იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას… თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი. ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი კავშირი იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედია დასაცავი.

 


ოჯახშიც და ოჯახისგან დამოუკიდებლადაც ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეხვდეს; ყოველთვის ეცადეთ, რთულ სიტაუციებში გაუგოთ ერთმანეთს, იყავი მეუღლის თანამგრძნობი, მაგრამ თუ იგი ცრუობს ან არასწორად იქცევა, ისე წარმართე საუბარი, რომ სიმართლეც უთხრა და თან მისი ღირსება არ შელახო.

 


არასოდეს დაამცირო იგი შვილების, ან სხვათა წინაშე. რომ თქვენც ერთმანეთთან მიმართებაშიც არ დაგერღვეთ ზღვარი და შვილებსაც თქვენდამი პატივისცემა არ დააკარგვინოთ.

 


გაითავისეთ და შვილებსაც ასწავლეთ, რომ თუ რაიმე შეგეშალათ, ან მათ შეეშალათ, ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება დიდი ღირსებაა. ეს ძლიერი პიროვნებების თვისებაა.

 


არ შეუშინდეთ პრობლემებს, პირიქი, იგი თქვენი დაახლოებისა და სულიერ კიბეზე ამაღლების საშუალებად აქციეთ ად ღმერთიც აუცილებლად შეგეწევათ", აღნიშნავს პატრიარქი.

 

 

აღნიშნული ჟურნალი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი