პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა
17-05-2017, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა სავალდებულო ხდება.

 

 

2018 წლის 1-ლი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა, აიკრძალება.

 

 

მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი სიგარ-ბარებში, სადაც დაუშვებელი იქნება ყველა სახის საკვები პროდუქტის გაყიდვა, რათა სიგარ-ბარი კაფე-ბარად არ ტრანსფორმირდეს. ამასთან, სიგარ-ბარის გასახსნელად საჭირო იქნება სპეციალური ლიცენზიის მოპოვება.

 

 

2018 წლის 1-ლი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა. ამავე პერიოდიდან ისეთი ფილმების გაშვების წინ, სადაც სიგარეტის მოწევის კადრებია, სავალდებულო იქნება ანტითამბაქოს რეკლამის გაშვებაც.

 

 

2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარეხილვადობა აიკრძალება, ასევე დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. 

 

 

2021 წლიდან აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობასაც და თამბაქოს ნაწარმი არა გამჭვირვალე ბოქსებში, არამედ შენიღბულ სივრცეში განთავსდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი