მურმან ხვედელიძე, როგორც თავად წერს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს გლდანის ციხეში იჯდა და საკუთარ თავზე იწვნია ის სასტიკი მოპყრობა, რასაც ამ ციხეში ჰქონდა ადგილი.
ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის, "მოქალაქის," პრეზენტაციაზე დასწრებისა და მხოლოდ ერთწუთიანი განცხადების გაკეთების უფლებას ითხოვს. იგი წერს:
"2011 წელი გლდანის ციხეში გამატარებინეს. სრულად ვიგემე კოქტეილები: ფაცაციები, ქარდავები, მუხაძეები და სხვა. ციხიდან ორი ხელჯოხით გამოვედი - გადატანილი პარალიჩის გამო. უფლის ნებით უკვე თავისუფლად, ხელჯოხების გარეშე გადავაადგილდები. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ შავი ჭირის მოცილებაში. თუ შეიძლება დამასწარით პრეზენტაციას და ერთი, მხოლოდ ერთი წუთი მალაპარაკეთ." -ასე ასრულებს ხვედელიძე თავის თხოვნის წერილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.