შსს-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა და ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი ამოიღო
07-04-2015, 01:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რომან ა. ყაჩაღობის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს.

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ რომან ა. მიმდინარე წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, თანმხლებ პირებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრები თეიმურაზ თ.-ს ოჯახს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა.

 


შსს-ს ცნობით, თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები, ოქროული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 


სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თეიმურაზ თ.-ს სახლიდან გატაცებული ჯიბის საათი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფოთში მდებარე ლომბარდიდან კი ყაჩაღობისას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნაკეთობაა ამოღებული.

 


დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 


ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ამ დროისთვის ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.



გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი