ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით და საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დოკუმენტი იძლევა შესაძლებლობას, გაიზარდოს ინვესტიციები საქართველოში და ქართული პროდუქცია მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე გავიდეს.
„ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც საქართველოს ხდის მიმზიდველ ქვეყნად ჩინეთიდან ინვესტიციებისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იქნება უმნიშვნელოვანესი ახალი ადგილების შესაქმნელად, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განსავითარებლად, რაც საქართველოსთვის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ღია ასეთი ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ხელშეკრულების მომზადებაში," განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.