საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს ვეფხისტყაოსნის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს. პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხები გადაირიცხება„სოლიდარობის ფონდში".
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული "ვეფხისტყაოსანთან", რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგია ჩვენი ზეიმისთვის ახალი ელფერის შესაძენად, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად. ჩვენ მართლა გვაქვს განუმეორებელი განძი, რომელიც ვფიქრობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და მომავალი თაობები აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი გენიალურ ნაწარმოებში. ამიტომ, დღესასწაულის ძირითადი თემატიკა იქნება "ვეფხისტყაოსანი". ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ეს თანხები გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და კეთილ საქმეებს აკეთებს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ მინისტრის თქმით, დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.