ადიგენის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით გამართული სპორტული ფესტივალის შესარჩევი ტურნირი დასრულდა.

ადიგენის გამგეობის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, შეჯიბრებები გოგონებსა და ვაჟებს შორის საბავშვო ქუჩის ფეხბურთსა და კალათბურთში, ჭადრაკსა და სპრინტში გაიმართა.

საბავშვო ქუჩის ფეხბურთში ვაჟებს შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველობა დაბა ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს, ხოლო გოგონებს შორის დიდი სმადის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.

სპრინტში ვაჟებს შორის პირველობა არავის დაუთმო ვარხანის საჯარო სკოლამ, გოგონებს შორის კი გამარჯვება დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლემ მოიპოვა.

ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეგიონულ ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებს საქართველოს 12 რეგიონიდან 8 დღით უმასპინძლებს ,,მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში, სადაც საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.