საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში იმყოფება, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას.
სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ დღეს შეხვედრა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯორჯე მილევიჩთან გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ და ჯორჯე მილევიჩმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნეს.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზეც. შეხვედრაზე, ასევე, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ირაკლი კობახიძემ სერბი კოლეგა თბილისში მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.